უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო. უმაღლესი რადა მოუწოდებს გაერო-ს წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და უზრუნველყონ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.